11/3/2026
5 Min Read
35

დატვირთულ სეზონზე ადმინისტრაციული საქმეებისთვის დროის გამონახვა რთულია. თუმცა ამ საკითხის მოგვარება დეკემბრის ბოლო დღეებისთვის არ გადადოთ. „ტურიზმის შესახებ“ კანონის მიხედვით, ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და გიდები ვალდებული არიან, დარეგისტრირდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში. ეს ვალდებულება უკვე მოქმედებს, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის ჯარიმები კი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამიტომ მოქმედ სააგენტოებს ჯობს, ეს საკითხი 2026 წლის ბოლომდე მოაგვარონ.
კარგი ამბავი ისაა, რომ რეგისტრაცია უფასოა და ონლაინ ხდება. ამ სტატიაში აგიხსნით, ვის ეხება ეს ვალდებულება, რა ხდება, თუ არ დარეგისტრირდებით, და როგორ გაიაროთ რეგისტრაცია. ბოლოს კი ნახავთ ხშირად დასმულ კითხვებს და ოფიციალური წყაროების ბმულებს, რომ ყველაფერი თავად გადაამოწმოთ.
2026 წლის 28 მაისს „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა (კანონი №1630). მანამდე ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს საჯარო რეესტრის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ევალებოდათ. ეს ვალდებულება გაუქმდა და კანონს დაემატა მუხლი 11¹, რომლის მიხედვითაც ტურისტული გიდი, ტუროპერატორი და ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებული არიან, დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში.
საჯარო რეესტრის საფასურების გვერდის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სტანდარტული ვადით 39 ლარი ღირს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად კი ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაცია ერთჯერადია და საფასური არ აქვს.
კანონი პირდაპირ ასახელებს სამ ჯგუფს:
კანონი ამ ჯგუფებს მათი საქმიანობით განსაზღვრავს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სააგენტო, რომელიც საზღვარგარეთ ტურებს ყიდის, კომპანია, რომელიც საქართველოში ტურებს აწყობს, ან აგენტი, რომელიც მხოლოდ ონლაინ მუშაობს. თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ეს ვალდებულება, ან რომელ კატეგორიაში ხვდებით, ჰკითხეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
კანონის 49-ე მუხლის მიხედვით, თუ ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ბაზაში რეგისტრაციის გარეშე მუშაობს:
კანონის დასკვნითი დებულებების (51-ე მუხლის მე-9 პუნქტი) მიხედვით, ეს ჯარიმები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
რეგისტრაცია ხდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ პლატფორმაზე, places.georgia.travel. პლატფორმის ხშირად დასმული კითხვების გვერდის მიხედვით, პროცესი ასეთია:
ხელთ კარგი იქნება გქონდეთ კომპანიის ძირითადი მონაცემები და სამუშაო ელფოსტა და მობილურის ნომერი, რომლებზეც დადასტურება მოვა. ჯობს, ეს ის ელფოსტა იყოს, რომელსაც რამდენიმე თანამშრომელი ხედავს. ზუსტად რა არის სავალდებულო, ფორმა გეტყვით. თუ რამე გაუგებარია, ადმინისტრაციას ჰკითხეთ.
ანგარიშის გახსნა და ფორმის გაგზავნა შეიძლება პროცესის მხოლოდ ნაწილი იყოს. შეამოწმეთ, რა სტატუსი აქვს თქვენს განაცხადს, და შეინახეთ ნებისმიერი დადასტურება, რომელსაც პლატფორმა ან ადმინისტრაცია გამოგიგზავნით. თუ სტატუსი გაურკვეველია, ადმინისტრაციას ჰკითხეთ.
Places Georgia მხოლოდ რეესტრი არ არის. პლატფორმის ხშირად დასმული კითხვების მიხედვით, დარეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, ვიზიტორებს თავიანთი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ. ისინი ასევე ხდებიან ადმინისტრაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წევრები და იღებენ ინფორმაციას დარგის ტენდენციების, მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ. ანუ რეგისტრაციის დროს ღირს, პროფილი ყურადღებით და სრულად შეავსოთ.
კანონის 11¹ მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტისას, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილებისას, ადმინისტრაციას ეს წერილობით უნდა აცნობოთ. თუ მისამართს, ტელეფონს ან სხვა მონაცემს ცვლით, ადმინისტრაციასაც აცნობეთ.
დეკემბერი სააგენტოებისთვის ყველაზე დატვირთული თვეა და პატარა ადმინისტრაციული საქმე ადვილად ავიწყდება. თუ რაიმე საკითხის დაზუსტება დაგჭირდებათ, პასუხის მოლოდინს დრო სჭირდება. ამიტომ უმჯობესია რეგისტრაცია წინასწარ დაიწყოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოსამზადებლად დრო გქონდეთ.
რჩევა: გუნდში ერთი ადამიანი დანიშნეთ პასუხისმგებლად. ის გაივლის რეგისტრაციას, შესვლის მონაცემებს უსაფრთხოდ შეინახავს და მონაცემების განახლებასაც გააკონტროლებს.
არა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაცია ერთჯერადი და უფასოა.
კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, საჯარო რეესტრი ამ რეესტრში რეგისტრირებული ტურისტული სუბიექტების მონაცემებს ადმინისტრაციას ელექტრონულად აწვდის. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ძველი რეგისტრაცია ახალ ბაზაში რეგისტრაციად ჩაითვლება. თქვენი სტატუსი ადმინისტრაციაში გადაამოწმეთ.
პლატფორმა ადრეც არსებობდა და ბიზნესებს იქ ნებაყოფლობით რეგისტრაცია შეეძლოთ. შედით ანგარიშზე, შეამოწმეთ მონაცემები და ეჭვის შემთხვევაში ადმინისტრაციას ჰკითხეთ.
პლატფორმაზე მითითებული კონტაქტებია: ტელეფონი (+995 32) 243 69 99, ელფოსტა places@gnta.ge.
ეს სტატია ზოგადი ინფორმაციაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია. კანონი შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ თქვენს შემთხვევაში დეტალები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გადაამოწმეთ. ოფიციალური წყაროები:
როცა სააგენტოს ადმინისტრაციულ საქმეებს აწესრიგებთ, კარგი დროა, შიდა საქმეებსაც გადახედოთ. სად ინახება კლიენტების მონაცემები? როგორ აკონტროლებთ შეკვეთებს, ინვოისებსა და გადახდებს? თუ პასუხია „Excel-ში, ჩატებსა და რვეულში“, შეიძლება დროა, ეს შეცვალოთ.
Aviafy ქართული CRM სისტემაა ტურისტული სააგენტოებისთვის. კლიენტები, შეკვეთები, ინვოისები და გადახდები ერთ ადგილას ინახება. რეგისტრაციას ადმინისტრაციაში ის არ გააკეთებს, მაგრამ სააგენტოს ყოველდღიურ საქმეს მოაწესრიგებს. სცადეთ 14 დღით უფასოდ, ბარათის გარეშე: დარეგისტრირდით აქ.